ლარი გამყარდა – ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7997 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8043 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.46 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის შეძენა 2.7429 ლარადაა შესაძლებელი. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0283 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1507 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.1340 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი