სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8426 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8462 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8218 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8482 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0264 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1552 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2252 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 სექტემბრიდან შევა ძალაში.