ლარი გამყარდა – ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2209 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.65 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5549 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5485 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2189 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2442 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 მარტიდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი