ლარი გაუფასურდა – ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7793 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1544 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2931 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 24 აგვისტოდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი