ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა ჩემპიონის ტიტული პარიზშიც დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილის დამარცხების შემდეგ, ბექაური ფინალში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ სანაინომურაის დაუპირისპირდა.