ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, საკრებულოს პროპორციული სიის წარდგენამდე, დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რეგიონში მნიშვნელოვან პრობლემას – უმუშევრობას მოაგვარებს და ათასობით ადამიანს დაასაქმებს.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც არა მარტო ზუგდიდს და საქართველოს არამედ მთელს აბრეშუმის გზას ეხება – ჩვენ ერთად ავაშენებთ ანაკლიის პორტს. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის. ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევა დასაქმებაა, ამ პრობლემას მნიშვნელოვნად შეცვლის სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობა. პორტის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება და 4000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთაგან 90 პროცენტი ადგილობრივი მოსახლე იქნება. ეს ნიშნავს 4000 დასაქმებულ ოჯახს! ანაკლიის პორტი მოიტანს დამატებით ინვესტიციებს, განვითარდება ბიზნესი და ირიბად ეს ნიშნავს ათასობით დასაქმებულ ადამიანს”, – აღნიშნა კანდიდატმა.
ლაშა გოგიამ დღესვე, პარტიული სიის კანდიდატებთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.