ლაშა გოგია ბეჭვაიების მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, ნუგზარ ბეჭვაიას მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა. ბეჭვაიებს 11 შვილი ჰყავთ, მათგან 8 გოგონაა, სამი კი ბიჭია

,,მინდა მადლობა გითხრათ, იმისთვის რასაც თქვენ ქვეყნისთვის აკეთებთ. თქვენ ხართ მისაბაძი ოჯახი. მიხარია, რომ თქვენი ყველა შვილი წარმატებულია, აქ ვხედავ ძალიან ბევრ თასს და მედალს, რაც მათ შრომისმოყვარეობაზე და გამარჯვებებზე მეტყველებს. მე თქვენი შვილების სახელები წინასწარ ჩავიწერე რომ არ შემშლოდა – მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის მშობლები ხართ, მადლობა რომ ამ ნიჭიერ და წესიერ ახალგზარდებს ზრდით. მუდამ გვიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენ გმირი მშობლები ხართ!” – უთხრა ლაშა გოგიამ ნუგზარ ბეჭვაიას და ნანა ლაგვილავას.

ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს. მათ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში 144 მედალი და 80 თასი აქვთ მოპოვებული. მერობის კანდიდატმა ბეჭვაიებთან შეხვედრის ბოლოს ჭადრაკი ითამაშა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი