ლაშა გოგია დიდინეძის და ორულუს მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”- ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დიდინეძის და ორულუს ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.  ორულუში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯანსუღ ჯაბუა წარადგინა და შეკრებილ ამომრჩევლებს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

„ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით. ჩვენ გვაქვს ძვირადღირებული მედიკამენტების, ძვირადღირებული ოპერაციების თუ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პრგრამა. სოციალური მიმათულებით არაერთ ინოვაციურ პროგრამებს ვახორციელებთ. წელს დავიწყეთ ახალი პროექტი „ერთი თბილი ოთახი“, რომელიც სოციალურად დაცუველი ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს. ვაგრძელებთ სახლების მშენებლობას. ორულუში წელს თქვენს თანასოფლელს უშენდება სახლი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, უფრო მასშტაბური გახდება“-განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

მერობის კანდიდატმა, ამომრჩევლებს ასევე დაგეგმილი პროექტები გააცნო. ორულუში აშენდება ახალი საბავშო ბაღი, განხორციელდება გზისა და სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მერობის კანდიდატმა დიდინეძის ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კუკავა წარუდგინა საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„წელს დიდინეძში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვიწყენთ. ეს არის დიდინეძი-კახათის 5200 მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რომელიც 2 505 200 ლარი იხარჯება. გზის რეაბილიტაციასთან ერთად გათვალისწინებულია ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის, ეზოში მიერთების და შესასვლელის მოწყობა. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ასევე მოხდება გარე განათების და ცენტრის კეთილმოწყობა და რაც მთავარია, მოხდება საბავშო ბაღის რეაბილიტაცია“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ

დიდინეძს ადმინისტრაციულ ერთეულში მოხდა შიდა გზების რეაბილიტაცია, მოეწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე ერთ ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლი.

შეხვედრის ბოლოს კანდიდატმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი