ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მერი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მაცხოვრისკარისა და ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებს შეხვდა.
ლაშა გოგიამ მათი პრობლემები მოისმინა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები მოუგვარდება.
შეხვედრებზე ძირითად პრობლემებად სადარბაზოების, სკვერებისა და მოსაცდელების მოწესრიგება და ქალაქში მაწანწალა ძაღლების საკითხი დასახელდა.
ყველა საკითხი, რაც მოსახლეობამ დასვა ეტაპობრივად მოგვარდება.
ლაშა გოგიას მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრაა.