“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ჩხოუშისა და ოდიშის ამომრჩეველებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო გოგოხია წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ოთხწლიანი გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ჩვენ ჩხოუშსა და ოდიშში განვახორციელეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ორივე სოფელში მოვახდინეთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. მოვაწესრიგეთ შიდა გზები, გარე განათება, მოვახდინეთ გაზიფიცირება“-აღნიშნა მერობის განდიდატმა ლაშა გოგიამ.
ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრიდან სასაფლაომდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდა, რომლის ღირებულებამ 201 600 ლარი შეადგინა. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპი 2018 წელს განხორციელდება.
ორივე სოფელში მოეწყობა გარე განათება, ასევე მოხდება ოდიშისა და კორცხელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
„ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო მუნიციპალიტეტია, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით. სოციალური პროგრმაბით 200-ზე მეტმა, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებით კი 150-მდე ადამიანმა ისარგებლა. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, უსახლკაროებისთის სახლების მშენებლობა. ორივე პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უსახკჯარიდ დარჩენილი არცერთი ოჯახი არ ეყოლება“ – განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.
მერობის კანდიდატი კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შეხვედრის დასასრულს ლაშა გოგიამ ამომრჩევლის შეკითვებს უპასუხა.