ლაშა გოგია თბილისშია

ლაშა გოგია თბილისშია, მან თბილისის საერთასორისო აეროპორტი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გოგიას აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია, მედიასთან საუბარში გოგიამ მხოლოდ ის თქვა, რომ ორშაბათს ყველაფერშე ისაუბრებს.

ლაშა გოგიამ ფეისბუქში გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება ორი დღის წინ დაწერა, ის სამსახურეობრივი მივლინებით პრაღაში იმყოფებოდა. გოგიას გადადგომასთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერია და ის ამ დრომდე იურიდიულად ზუგდიდის მერია.

ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე ლაშა გოგია სუს-ში ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს კი უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება უკვე ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი