ლაშა გოგია – ზედაეწერში სოხუმის ქუჩის და მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მოხდება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი ლაშა გოგია ამომრჩეველთან ზედაეწერში შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ თორდია წარუდგინა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

„ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოხუმის ქუჩაზე მოვახდენთ ავარიული გზის სრულ რეაბილიტაციას, რისთვისაც ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, მოხდება მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და გარე განათებების მოწყობა.

2013 წლიდან დღემდე, ჩვენ ზედაეწერში განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტები, რომლებიც თქვენს საჭიროებებზე იყო მორგებული და იყო უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახელებული. მოვაწყვეთ მინი სტადიონი, მოვაწესრიგეთ შიდა გზები, მოვახდინეთ ბაღის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა წყალმომარაგების ქსელის ნაწილი“ – განაცხადა ლაშა გოგიამ შეხვედრაზე.

მერობის კანდიდატმა შეხვედრის ბოლო ნაწილში ამომრჩევლების კითხვებს უპასუხა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი