ლაშა გოგიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გახარია წარადგინა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ამომრჩევლებთან კარდაკარ შეხვედრებს მართავს.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ბორჯომის და ბაკურიანის ქუჩაზე ამომრჩეველს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გახარია წარუდგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ დავით გახარია – ადამიანი რომელსაც ყველა იცნობთ იმ კეთილი საქმეებით, რაც მას უკეთებია. ის საკრებულოში მოდის იმისთვის, რომ მეტი კეთილი საქმე აკეთოს და მეტი ადამიანის უფლებები დაიცვას“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

კარდაკარის პრინციპით გამართულ შეხვედრებზე მერობის კანდიდატი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

ლაშა გოგია დევნილთა დასახლებაში, ე.წ. სამკერვალოს კორპუსში იმყოფებოდა და მოსახლეობის პირობებს ადგილზე გაეცნო.

„რთულია აქ ცხოვრება, მაგრამ მთავრობა და დევნილთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგეხსნათ. ზუგდიდში 26 თორმეტსართულიანი კორპუსი შენდება. ასევე, იგეგმება დამატებით კორპუსების აშენება. ხორციელდება სოფლად სახლის პროექტი. მე პირადად შევისწავლი თქვენს საკითხს და თქვენ აუცილებლად მიიღებთ ახალ ბინებს“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდში, ფაიფურისა და საჯვაროს უბნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გახარიაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი