ლაშა გოგიამ პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ დადიანების მუზეუმის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს პროპორციული სიის კანდიდატები წარუდგინა.

“მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს გუნდი, რომელთან ერთადაც მე უკეთესი ზუგდიდისთვის მოვდივარ, ესენი არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც გამოავლინეს საქმისადმი ერთგულება, ცოდნა და აქვთ გამოცდილება”, – განაცხადა ლაშა გოგიამ.

საკრებულოს პროპორციული სიის კანდიდატები არიან:

1.  მამუკა წოწერია – გამგებლის მოადგილე, ეკონომისტი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

2.  თამუნა ჯიქია – ჟურნალისტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.

3.  ბესიკ ჭეჟია – სამართალმცოდნე და ეკონომისტი.

4.  კონსტანტინე კაკავა – ქალაქის საკრებულოს თანამშრომელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

5.  ოთარ ქადარია –  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიზნესის მართვის სპეციალისტი.

6.  მიხეილ ჯობავა – ეკონომისტი.

7.  საკრებულოს თანამშრომელი, პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ეკატერინე კიფაია.

8.  ექიმი – ოთარ მარშავა.

9.  იურისტი –  სანდრო სორდია.

10.  ჯონი ზარანდია – საფინანსო და საბანკო საქმიანობის მენეჯერი.

11.  გონელ ნაჭყებია – ინჟინერ-ეკონომისტი.

12.  ნიკოლოზ ფიფია – სამართალმცოდნე

13.  ნათი ფიფია – ქალაქის საკრებულოს მოქმედი წევრი;

14.  გია ქვარცხავა – ექიმი;

15.   ნინო ბულია – იურისტი, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი.

“ეს არის, ახალი უალტერნატივო გუნდის ნაწილი ვისთანაც ერთად მე მოვდივარ და ჩვენ მზად ვართ ზუგდიდი ვაქციოთ ბევრად უკეთეს ქალაქად”, – განაცხადა პარტიული სიის წარდგენის შემდეგ მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი