“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ საკუთრი არჩევანი 84-ე უბანზე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ლაშა გოგია გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი განცხადებით, მეორე ტური ზუგდიდში არ იქნება.
“ხმას ვაძლევ თავისუფლებას და ქვეყნის განვითარებას. ჩვენ გავიმარჯვებთ. მეორე ტური ზუგდიდში არ იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს მან.
დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პარალელურად გამგებელს, ქალაქი კი ერთ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატს ირჩევს.