ლაშა გოგიამ ზუგდიდის სოფლებში საარჩევნო კამპანია დაიწყო

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს სოფელ ჭაქვინჯში შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

ოთხწიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით ზუგდიდის სოფლებში 70-მდე პრობლემური გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება, აშენდება 14 ახალი ხიდი, 15 სოფელს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, აშენდება და რეაბილიტირდება 22 საბავშვო ბაღი. აშენდება სპორტულ  მოედნები, განხორციელდება მელიორაციის, სანიაღვრეების, ნაპირსამაგრების პროექტები. კეთილმოეწყობა პარკები, სოფლის ცენტრები, აშენდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები, ამბულატორიები.

,,ამ სოფლისთვის უმთავრესი პრობლემა იყო გზა, ჩვენ მოსახლეობის ეს მთავარი თხოვნა გავითვალისწინეთ და აქ 10 კილომეტრიანი გზა დავაგეთ, რომელიც ნარაზენს უკავშირდება. ამ გზის მშენებლობისთვის 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ჩვენ ვიცთ სხვა პრობლემებიც რაც ამ სოფელს აქვს, ეს პრობლემები გამოვიკვლიეთ სოფლის კრებებზე და სხავადასხვა შეხვედრებზე. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ბაღმარანის გზა. მოხდება ამ გზის სრული რეაბილიტაცია. მე იმ გზაზე ნამყოფი ვარ და ვიცით, რომ ეს გზა სავალალო მდგომარეობაშია. გაძლევთ პირობას და ეს უკვე ასახულია მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში, რომ ბაღმარანის გზის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება და მისთვის სამი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბაღმარანში ასევე არის საბავშვო ბაღის პრობლემა, თუმცა ეს პრობლემა მოგვარდება და ამ სოფელს ექნება ახალი #2 საბავშვო ბაღი. ეს იქნება სრულიად განახლებული შენობა და მისი რეაბილიტაციისთვის 400 ათას ლარამდე დავხარჯავთ, რათა აქ მცხოვრებ პატარებს ქონდეთ თანამედროვე სასწავლო დაწესებულება.

ეწ. აჭარლების დასახლებაში სასმელი წყალის პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემა უკვე გვარდება. ჭაქვინჯის ნაწილში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ეს პროცესი გრძელდება და მომავალ წელს ყველა ოჯახს ექნება გაზი და გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება. ამ სოფელში არის ასევე სანიაღვრეების პრობლემა და ჩვენ ამ სანიაღვრეებს გავაკეთებთ, რაც ასევე სამოქმედო გეგმაში გვიზის” – განაცხადა ჭაქვინჯში გამართულ შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს, ჭაქვინჯის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯონი ჯიქია წარუდგინა, რის შემდეგაც ადგილობრივებს  გაწეული სამუშაოების ანგარიში ჩააბარა და მათ კითხვებს უპასუხა.

,,ჩვენ ჩაგაბარებთ ანგარიშს და გეტყვით რა გავაკეთეთ კონკრეტულად ამ სოფლისთვის: 2013 წელს მოვახდინეთ შიდა და საუბნო გზების მოხრეშვა, გადავხურეთ ცენტრში მდგარი შენობა, შემოვღობეთ სტადიონი, მოვაწესრიგეთ სანიაღვრე არხები.

2014 წელს სოფლის შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები ჩავატარეთ, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ცენტრში არსებულ საბავშვო ბაღს, ბაღმარანის უბანში მოვაწყვეთ სანიაღვრეები, ასევე მოვაწყევთ მინი სპორტული მოედანი.

2016 წელს მოვაწყვეთ მოსაცდელი სანარსიოს უბანში, ავაშენეთ ხიდები მდინარე ჩეკზე და კიკოს ღელეზე, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ამბულატორიისთვის განკუთვნილ ოთახს.

რამდენიმე კვირის წინ დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენდა. გამოიცვალა დაბალი ძაბვის 220 ბოძი და მაღალი ძაბვის 11 ბოძი.

ჩვენ ვიცხოვრებთ უკეთეს ზუგდიდში, ჩვენ თქვენთან ერთად მოვაგვარებთ ყველა პრობლემურ ინფრასტრუქტურულ პროექტს” – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი