ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი მოთხოვნნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რაც სრულად დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც გოგიას და გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.