ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს.
როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.
„მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია“, – წერს ჟვანია და აცხადებს, რომ მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს.