ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა, – ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

პრეზიდენტმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი გუნდის ძირითად ბირთვს კვირის ბოლომდე, უახლოეს დღეებში წარადგენს.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დიმიტრი გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, ვინ შემოგვიერთდებიან და კვირის ბოლოს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ბირთვი“, – განმაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ლაშა ჟვანია ედუარდ შევარდნაძისა და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ის სალომე ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდა.

დიმიტრი გაბუნია, კი როგორც ადვოკატი, სხვადასხვა დროს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული. მათ შორის იყო დიმიტრი ქუმსიშვილის, ზვიად დევდარიანის, მაკა ასათიანისა და სხვების ადვოკატი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი