ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარებული ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.

ლატალის მიმდებარე ტყეში მონიტირინგის მიზნით მეხანძრე-მაშველების 30 კაციანი ჯგუფი რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს შემოვიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი