თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 10 მარტს ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე, უკრაინასა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
მევლუთ ჩავუშოღლუ იმედოვნებს, რომ შეხვედრა იქნება ცვლილებების დასაწყისი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.
ფორუმი ქვეყნის სამხრეთით მდებარე კურორტ ანტალიაში 11-13 მარტს გაიმართება.
როგორც თურქული მედია წერს, შეხვედრაში უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წარმოადგენს, ხოლო რუსეთიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი მიიღებს.