ლენჯერში 5 ეპიდემიოლოგიური ბრიგადა მუშაობს – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მესტიაში, სოფელ ლენჯერში 5 ეპიდემიოლოგიური ბრიგადა მუშაობს და ინფიცირებული პაციენტების პირდაპირ და ირიბ კავშირებს იკვლევენ.

“ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე მაქვს კონკრეტული შეხვედრა ჩვენს საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ”, – განაცხადა მინისტრმა.

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი