ლეწურწუმეში სახლი დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ლეწურწუმეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი სახლის ორივე სართული. ასევე, ავეჯი და ტექნიკა.

სახლში შუახნის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზარალის შესაბამისად დაეხმარებიან.  

კომენტარები

დატოვე კომენტარი