ლევან კონჯარიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლევან კონჯარია შვილებთან ერთად მე-16 საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

„თუ ნახავთ, ჩვენი სარეკლამო ბანერები და სარეკლამო პლაკატები უმცირესობაში იყო, რადგან იყო ჩამოხევები, ზეწოლები, მაგრამ ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ. ჩვენი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, როცა საქართველოს მოსახლეობამ უნდა მისცეს სწორ არჩევანს ხმა, მეც ჩემს შვილებთან ერთად საქართველოს მომავალს მივეცი ხმა“- განუცხადა ლევნა კონჯარიამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი