პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია სოფელ ზანათის, სუჯუნისა და ეწერის მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ აბაშის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
მერობის კანდიდატი ამომრჩეველს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივების საჭიროებებსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროზე.
„გპირდებით, თითოეულ თქვენგანზე ვიზრუნებ, ვიქნები თქვენს გვერდით ნებისმიერი პრობლემის დროს. თქვენთან ერთად, ერთიანი ძალით უნდა შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ, ერთად დავსახოთ მიზნები არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ხელისუფლება სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს. ამ ფონზე წარმატებებს მივაღწევთ“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.
მერობის კანდიდატი სოფელ ზანათის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სადაც წარმატებული ახალგაზრდების წახალისებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს.