ლევან შონიამ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მერებს დასუფთავების სამსახურების 24 საათიანი მუშაობა დაავალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ  მერებს ტურისტული სეზონთან დაკავშირებით დასუფთავების სამსახურების 24 საათიანი მუშაობა დაავალა.

„ჩვენი რეგიონის ინტერესი ტურიტებში იზრდება, წელს სამეგრელო-ზემო სვანეთი ბევრად მეტ ტურისტს უმასპინძლებს, ვიდრე გასულ წლებში, ამიტომაც ყველა ტურისტულ მარშუტზე და ლოკაციაზე უნდა იყოს მაქსიმალური სისუფთავე. თუ საჭირო გახდება მოახდინეთ დამატებითი მუშახელის მობილიზება და პირადად გააკონტროლეთ თქვენს მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი