ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო და საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, მინისტრი ლომბარდების თემასაც შეეხო.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიხედვით სალომბარდო სესხის შემთხვევაში, მსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ დაგირავებული ნივთით.
„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება არსებული პრაქტიკა, როდესაც გამსესხებელს შეეძლო უზრუნველყოფა გაევრცელებინა გამსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო პროგნოზირებად და სამართლიან ურთიერთობებს წარმოშობს მხარეთა შორის,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამაუკა ბახტაძემ.