“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ “გლობალური ომის პარტია” არ მოისვენებს და სალომე ზურაბიშვილს პატიმარ სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ უცხოური ძალები პირდაპირ ცეცხლს უხსნიან საქართველოს ხელისუფლებას.
მისი თქმით, 2008 წლის ომში, პატიმარი სააკაშვილი იყო აღმასრულებელი “გლობალური ომის პარტიის” გადაწყვეტილების, რომელმაც უზრუნველყო პროვოცირება და ამის საჯარო მტკიცებულებებიც არსებობს.
“რასაც ვაკვირდებით, უცხოური ძალები და “გლობალური ომის პარტია” არ ისვენებს და დრო და დრო აანონსებს პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს. 2008 წლის ომში, პატიმარი სააკაშვილი იყო აღმასრულებელი “გლობალური ომის პარტიის” გადაწყვეტილების, რომელმაც უზრუნველყო პროვოცირება და ამის საჯარო მტკიცებულებებიც არსებობს. მაილსის განცხადება, სარკოზის განცხადება, აქაური მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და რეზოლუცია, სადაც პირდაპირ, “ნაცმოძრაობამ” ხელმოწერით აღიარა, რომ თურმე საქართველომ დაბომბა ცხინვალი, რასაც მოჰყვა რუსეთის შესაბამისი რეაქცია. თუ “გლობალური ომის პარტია” კიდევ არ მოისვენებს და ზურაბიშვილს შეაწყალებინებს პატიმარ სააკაშვილს, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პირდაპირი ცეცხლის გახსნა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოური ძალების მხრიდან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.