მადლობა ყველას, გარდაუვალ სიკვდილს გადამარჩინეთ! – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საპყრობილეში მყოფი პრეზიდენტი, რომელიც დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხდმა, მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მადლობა ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს!” – წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ ოჯახს ბოდიშს უხდის.

,მეც კი გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდშიდგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ამავე დროს ბოდიში მინდა უნებლიეთ მოყენებული სტრესისთვის მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივი გაშუქების გამო, რომლითაც ზიანდებოდით თქვენ. 

უდიდესი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენი ქვეყნის სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის და რაც მთავარია ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში ყველაზე გამორჩეულ მოქალაქეებს, სიცივეში დგომისთვის, პეტიციების, ხელმოწერებისთვის და სხვადასხვას სახის აქტივობებისთვის. 

უდიდესი მადლობა მთელ საექიმო თანამეგობრობას როგორც საქართველოში ასევე მის ფაქრგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს. 

მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს და ბოდიში მიყნებული ნერვიულობის გამო. 

მადლობა საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის. განსაკუთრებული მადლობა ნინო ლომჯარიას, უკრაინის სახალხო დამცველს, უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხის. 

პირადი და განსაკუთრებული მადლობა,ქართულ თავისუფალ მედიას, ყველაზე გამორჩეულად თავდადებულად და წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას”, – აღნიშნულია მიმართვაში.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა დღეს შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი