თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისი-გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.