მამუკა ბახტაძე: “ჭუბერში დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მოკლე დროში სრულად აღვადგენთ ინფრასტრუქტურას”, – განცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ჩამორეცხა და ათამდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი