“თი ბი სი” ბანკის თანადამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის შემდეგ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელმძღვანელ პოსტებსაც ტოვებენ.
ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს სასამართლოში მისვლისას განაცხადა, სადაც ორივე მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
“ის ზარალი, რაც მათ პროკურატურის განცხადებით საქართველოს ეკონომიკას მიაყენეს არის დანაშაული. მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია. შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს. მე თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგილეობას ჩამოვშორდებით, რომ ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ გამო შეჩერდა ინვესტიცია”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ ბრალად.