4 ოქტომბრის წინ ვხედავთ, როგორ გლეჯენ ერთმანეთს „ქოცები“ კბილებითა და ბრჭყალებით, სკამისა და ნაძარცვი ქონებისთვის – მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენმდივანიდ, პაატა მანჯგალაძის თქმით, “4 ოქტომბრის წინ ჩვენ ვხედავთ, როგორ გლეჯენ ერთმანეთს „ქოცები“ კბილებითა და ბრჭყალებით, სკამისა და ნაძარცვი ქონებისთვის”. 

მისი თქმით, “მათ დაიჯერეს დასასრულის მოახლოება, ამიტომ ნუ მოუსმენთ იმათ, ვინც ამბობს, რომ ხალხს ცვლილება და გამარჯვება არ შეუძლია”.

მისი თქმით, საზოგადოებამ გამარჯვება საკუთარი ხელით უნდა შექმნას. „ჩვენ არ უნდა ველოდოთ სხვას, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ.

მშვიდობიანი ბრძოლა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენი ვალი და არჩევანია. ისტორია გვასწავლის, ცვლილება მოაქვს იმას, ვინც არ ნებდება და მოქმედებს. არასდროს მოაქვს ცვლილება შეშინებულებს, ჩასაფრებულებს ან გაყიდულებს, მათი ხვედრი და არჩევანი მონობა და სირცხვილია. 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვებას!“, – განაცხადა

კომენტარები

დატოვე კომენტარი