მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა სრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

ჯვართამაღლების დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.

სამების ტაძრაში ლიტურგიას აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან. წირვის შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი