მარტვილში მანქანა 14 წლის მოზარდს დაეჯახა

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლში ველოსიპედით ბრუნდებოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მომავალი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია 2000 წელს დაბადებული მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი