პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
ალექსანდრე გრიგალავა ამჯერად, საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
მომავალი წლიდან კურზუს ადმინისრტეაციულ ერთეულში სანაჭყებიოს უბანსა და სოფელ ნაჯახაოში ნაგებერაოს უბანში ახალი სკოლები აშენდება.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც დიდი ღვაწლი გაქვთ, თქვენ უზრდით მარტვილს და ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს, თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ამიტომაც ჩვენ ვზრუნავთ, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული. განათლების სამინისტრომ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა განახორხციელა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლებში. ჩვენ მომავალი წლიდან ვიწყებთ 2 ახალი საჯარო სკოლის მსენებლობას, ესაა სანაჭყებიოს უბანში დაწყებითი საჯარო სკოლის მშენებლობა და ნაგებერაოში საჯარო სკოლის მშენებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ჰქონდეთ ღირსეული სასწავლო გარემო. ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მადლობა, რომ ამდენი სასახელო ადამიანი გაუზარდეთ და უზრდით ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე მარტვილის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ.
ალექსანდრე გრიგალავამ ადგილობრივებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. აღინიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება იქნება. ასევე, სრულად განახლდება მარტვილის ცენტრი, სადაც ტურისტული ობიექტები განთავსდება.