მარტვილის მიტროპოლიტი პრემიერს ფარისეველს, პრეზიდენტს კი უპრინციპოს უწოდებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ფარისეველი, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს კი უპრინციპოს უწოდა.

„პრემიერმა 2016 წლის ბოლოს მესტიაში დაანონსა, რომ 2017 წელი იქნებოდა წარმატებული წელი. ამის შემდეგ დაიწყო ციანიდის საქმე, მერე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რომელიც ასევე არასახელმწფოებრივია, ასევე, მაჩალიკაშვილის საქმე. ეს სამი საკითხიც საკმარისია… და საბოლოო ფარისევლობის გვირგვინი იყო, როდესაც საშობაო ღვთისმსახურებაზე კამერების წინ ეზიარა. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი. საზოგადოება და პოლიტიკოსებიც დავყავი ორ ნაწილად: პრინციპულებად და უპრინციპოებად. პრეზიდენტზე ვერ ვიტყვი, რომ პრინციპულია. მან ციანიდის საქმეზე თავიდან იცოდა, რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე, მერე კი ზეწოლას დაექვემდებარა. ეს უპრინციპობა მის სინდისზე იყოს“, – აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას მეუფე პეტრემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი