მარტვილის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მოქალაქე ედიშერ სიგუას შეტყობინების საფუძველზე პროკურატურამ მარტვილის პოლიციის თანამშრომელბის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც ცნობილია, 37 წლის ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციის თანამშრომლებს, მათ შორის პოლიციის უფროსის მოადგილე თორნიკე შულაიას ცემაში ადანაშაულებს. სიგუას მტკიცებით, რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი