მარტვილში ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ალკოჰოლური სასმელების საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

საწარმო ღვინის, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ  100 000 ბოთლი ღვინის წარმოებას გეგმავს.

საწარმოს მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის“ პროექტის ფარგლებში, შპს „როიალ დადიანის“ მშენებლობისთვის  350000 დოლარის გრანტი და 10000 დოლარის აგროსესხი გაიცა.

 „როიალ დადიანის“ გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერის თვეში იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი