მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი უვნებელი ამოიყვანეს.
ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რომელის თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწთან, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის მოზარდს ეძებდნენ.
ადგილობრივების თქმით, ბავშვს ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.