მარტვილში “წაჩხურობას” აღნიშნავენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული “წაჩხურობა” აღინიშნება. ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა.

აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები ყოველ წელს, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს ჩადიან.

ტრადიციის თანახმად, ისინი გზას ეკლესიამდე ფეხით მიუყვებიან და შვილიერების სათხოვნელად, სიმბოლურად აკვნები მიაქვთ, რომელთაც სასულიერო პირები აკურთხებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი