მარტვილში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლებიში რომლებიც რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი გზებისა და ხიდების აღდგენითი სამუშაოები ტარდება.

მძიმე ტექნიკა მესამე დღეა მუშაობს მარტვილის სოფლებში, სადაც სტიქიამ  ყველაზე დიდი ზარალი საგზაო ინფრასტრუქტურას, ხიდებს, ნაპირსამაგრებს და სავარგულებს მიაყენა.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დილიდან კოორდინაციას უწევს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა. მარტვილში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობსა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნო საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ლევან დვალი. მელიორაციის სპეციალური ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში სტიქიის დღიდან მუშაობს. მელიორაციის ტექნიკა მუშაობდა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ძლიერი წვიმების და წყალმოვარდნების შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები. რეგიონულ შტაბს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი