მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილებები შედის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, იმედა მაკასარაშვილი ამბობს, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის უფლების მისაღებად, მსურველ პირებს გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ.

მისი განმარტებით, სიახლე 4 კატეგორიის – C, C1, D და D1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობებს შეეხება.

„სულ მალე დავიწყებთ მაღალი კატეგორიების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარებას რეალურ მოძრაობაში. ეს მაღალი კატეგორიებია – სატვირთო, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, რომელიც გულისხმობს C, C1, D და D1 კატეგორიებს. ზუსტ თარიღს, როდიდან შევა ეს სიახლე ძალაში ვერ გეტყვით, თუმცა, დაგეგმილია, მიდის მუშაობა და მალე დაინერგება.

შესაძლებელია, რომ სიახლე მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაინერგოს. ზუსტ თარიღზე ამ ეტაპზე, საუბარი არ შემიძლია. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო, ყველაფერი მზადაა როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობით. გამოსაცდელ პირებს ისეთივე ავტობუსზე მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, რაც ქალაქში დადის”, – განუცხადა მაკასარაშვილმა ipn.ge-ს.

ინფორმაციისთვის, “C” კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ქვეკატეგორია “C1” – ავტომობილი (გარდაიმავტომობილებისა, რომლებიცმიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიასან „D“ კატეგორიას), რომლისნებადართულიმაქსიმალურიმასააღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამარაღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიისავტომობილი, გადაბმულიმისაბმელთან, რომლისნებადართულიმაქსიმალურიმასაარაღემატება 750 კგ-ს;

კატეგორია “D” – ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;

ქვეკატეგორია “D1” – მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი