მართვის მოწმობის ქუჩაში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ძალაში შევა.

„2022 წლის 25 აპრილიდან გახდება სავალდებულო რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება, ეს ეხება პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარევა სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“, – განაცხადა პლენარულ სესიაზე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი