მაშველებმა განმუხურში 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს

განმუხურის სანაპიროზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიჭი ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი