მაშველს, რომელმაც 5 ივლისის სტიქიისას ადგილობრივები გადაარჩინა „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭა

“ჩხოროწყუობა   2017”-ის ფარგლებში, საპატიო ჩხოროწყუელის დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წელს, საპატიო ჩხოროწყუელის წოდება   9 სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამინს მიენიჭა.

ერთ-ერთი საპატიო ჩხოროწყუელი მაშველი – ბესიკ გაბიანი გახდა, რომელმაც 2017 წლის 5 ივლისს, სტიქიის შედეგად ადიდებული მდინარე ხობისწყლიდან, 2 ადგილობრივი  გამოიყვანა.

საპატიო ჩხოროწყუელის წოდება ასევე მიენიჭა:

თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი;

ჯემალ შენგელია – ჭოღის საჯარო სკოლის დირექტორი;

ნაპოლეონ ლემონჯავა – ფილოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი;

ნუნუ ქებურია – კულტურის დამსახურებული მუშაკი;

გურამ თოდუა – შრომის ვეტერანი;

გერონტი მამფორია – სასპორტო სკოლის დირექტორი;

გურამ მალანია – მხატვარი;

შაჰან მალანია – განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი.

დღეს, „ჩხოროწყუობა 2017“ საზეიმოდ აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. სახალხო დღესასწაული  სისტემატურად 2013 წლიდან იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი