მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება

პირველი ივლისიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება.

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკის შეთავაზება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რადგან პედაგოგის ანაზღაურების მსგავსი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხზე ჩრდილის მიყენებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი