“საქართველოს რკინიგზა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მგზავრებო! სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია – მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, – ნათქვამია განცხადებაში.