მახსოვს 7 ნოემბერი – მდუმარე აქცია ზუგდიდში

„მახსოვს 7 ნოემბერი“, “არა ძალადობას“ , „არა ნაცებს“  – ამ ლოზუნგებით ზუგდიდში მდუმარე აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებმა,  7 ნოემრის მოვლენები გაიხსენეს და მშვიდობიანი აქციის დარბევა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური, სახალხო – საპროტესტო აქცია, სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დღის ბოლოს, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და დაარბია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი