მდინარე ტეხურში შუა ხნის მამაკაცს ეძებენ

სენაკში, სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურში 53 წლის ზუგდიდელ მამაკაცს ა.ბ.-ს ეძებენ.

როგორც “newsportal.ge”-ს თვითმხილველებმა განუმარტეს, მამაკაცი ოჯახთან ერთად სოფელ ნოქალაქევში დასასვენებლად იმყოფებოდა. მამაკაცი ტეხურში შემაღლებული ადგილიდან გადახტა და გაუჩინარდა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მან თავი ქვას დაარტყა და გონება დაკარგა.

სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ კი “newsportal.ge”-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადგილზე სგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამრომლები არიან მობილიზებული, თუმცა მღვრიე წყლის გამო სამძებრო სამუშაოები გარკვეულწილად გართულებულია.

“ახლა ველოდებით ზუგდიდიდან დამატებით სამაშველო ჯგუფებს და ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება”, – დასძნა დგებუაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი